,,სამოქალაქო ჩრთულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თელავში სამუშაო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’-ის მონაწილები: ცისანა კოლოტაძე და თაზო ხალხელაური. მათ მიმოხილეს თავიანთი პროექტის მიზანი, განხორციელებული აქტივობები და შედეგები.
მონაწილეები ასევე შეხვდნენ მაყვალა წიკლაურს-თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს, რომელმაც მიმოიხილა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა. მან ყურადღება გაამავილა ბიბლიოთეკის როლზე კახეთის რეგიონის განვითარებისთვის. ასევე მონაწილეებს მისცა რეკომენდაციები, როგორ შეიძლება პროექტების განხორციელების პროცესში ბიბლიოთეკის მომსახურებით სარგებლობა და ელექტრონული კატალოგის გამოყენება. შეხვედრა აქტიური-კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.