,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად ზუგდიდში შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: დავით ლოგუა-სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონული ხელმძღვანელი და დავით მანია-ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენლობის უფროსი.
შეხვედრის ფარგლებში დავით ლოგუამ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში. დავით მანიამ კი ისაუბრა მედიის მუშაობის პრინციპების, დეზინფორმაციისა და აუდიტორიისთვიის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია რეგიონული მასმედიის თავისებურებებსა და გამოწვევებზე.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.