,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმცირესობათა ინტეგრაციის თემაზე. შეხვედრაზე მოწვეული იყო გიორგი სორდია-საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა განსაზღვრა, რა იურიდიული განსხვავებაა ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობას შორის, დეტალურად მიმოხილა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური, ეროვნული, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების ისტორია და განსახლების გეოგრაფიული არეალები.
სტუმარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკას უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესში და ამ მხრივ რა გამოცდილებები არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოში. შეხვედრა მონაწილეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.