,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ: მალხაზ ჭკადუა-,,საერთაშორისო გაჭირვალობა საქართელოს’’ წარმომადგენელი და ციალა ქათამძე-,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა’’ და ,,მწვანე სექტორის’’ წარმომადგენელი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ფუქნციებისა და ძირითადი ნიშნების შესახებ. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოს დემოკრატიზაციაში. ამას გარდა, საუბარი შეეხო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და როლს გარკვეული სოციალური საკითხების ადვოკატირებაში.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის მონაწილეებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი საპროექტო ინიციატივები და მათგან მიიღეს რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარებათ თავიანთი მიზნის უკეთ დახვეწაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.