,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო ფიქრია ბრეგვაძე-კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების/თვითადვოკატირების კამპანიის მნიშვნელობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლის პროცესში ახალგაზრდების როლზე. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გაიმართა დისკუსია, თუ რა გამოწვევებს აწყდებიან შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება ამ გამოწვევათა პრევენცია.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა სტუმარს გააცნეს თავიანთი საპროექტი ინიციატივები, მისგან მიიღეს რეკომენდაცები, რომელიც დაეხმარებათ საპროექტო ხედვის ჩამოყალიბებასა და მიზნის უკეთ განსაზღვრაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.