,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თელავში სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეული იყო ჯუმბერ მაილაშვილი-იურისტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა პროექტის მონაწილეებს გააცნო ადამიანის ძირითადი უფლებები და მისი სამართლებრივი დაცვის გზები, მიმოიხილა სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ნიშნები, ასევე კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრა კახეთის რეგიონში არსებული გამოწვევების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
პროექტის მონაწილეებმა სტუმარს გააცნეს საპროექტი ინიციატივები, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ. ამ კუთხითაც შეხვედრა ინორმაციული აღმოჩნდა, რადგან ჯუმბერ მაილაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა ის სამართლებრივი ინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განხორციელებისას გამოადგებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.