,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში აქტიურად გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება. ამჯერად ქუთაისში შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’-ის მონაწილეები: გიორგი იამანიძე, ტარიელ ხურციძე, დაჩი კობახიძე, ანანო ჯანელიძე და მაია გორგიჭიანი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს. ისაუბრეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტის დაწერისა და განხორციელების დროს გასათვალისწინებელ მოვლენებზე. მიმოიხილეს თავიანთი მიზანი და შედეგები, რომელსაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შემდეგ მიაღწიეს. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.