,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ჟურნალისტები: ირაკლი ყურუა, ციცინო ჩხაიძე და ჯაბა ანანიძე.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დანიშნულებისა და ფუნქციების შესახებ. მიმოხილეს, რა როლი აქვს ჟურნალისტიკას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ასევე ყურადღება გამახვილდა მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებაზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით განიხილეს აქტუალური სოციალური საკითხები და მათი გაშუქების გზები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.