ტრადიციულიად, საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ანხორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტებს, რომლის შემდეგაც აღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს. ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ მოგიყვებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნია ივანიძე, ნინი ჯიქიძე, ირაკლი ზოიძე, მაგდა დევაძე და სანდრო ხოჭოლავა ანხორციელებენ პროექტს ,,ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდა მოსწავლეებში’’, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდა ევროინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა რუსთავის სკოლებში განათავსეს QR კოდები, რომელზეც დატანილია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ვიდეო მიმართვა. ამას გარდა, სტუდენტებს დაგეგმილი აქვთ ტრენინგებისა და დისკუსიების ჩატარება ევროკავშირის ღირებულებების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ასოცირების ხელშეკრულების, ანტიდასავლური პროპაგანდისა და რუსული დეზინფორმაციის შესახებ.