,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში პირველი ვორკშოფი ბათუმში ჩატარდა. ვორკშოფზე მოწვეულნი იყვნენ 2021 და 2019 წლის პროექტის მონაწილეები: მარიამ ლასტაკანიძე, დიანა შავაძე და ხათუნა ვაშაყმაძე.
ვორკშოფზე მოწვეულმა სტუმრებმა გამოცდილება გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს და ისაუბრეს თავიანთ განხორციელებულ პროექტებზე, მიმოიხილეს რა იყო მათი მიზანი და რა აქტივობები ჩაატარეს მიზნის მისაღწევად. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.