სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გაიარეს კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ და ამ კურსის ფარგლებში განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამოქალაქო ჩართულობის პროექტის ერთ-ერთმა სტუდენტმა უნდა შეავსოს მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა (საკმარისია ჯგუფის ერთი სტუდენტის განაცხადი). განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მაისი. განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა.
შერჩეული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება მაისში, თბილისში, ოფლაინ რეჟიმში. კომისია გამოავლენს საქართველოს მასშტაბით 5 გამარჯვებულ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს, რომლის ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმის ლინკი: https://forms.gle/3GPce2sbQf2ZewgJA
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IFES საქართველოს პროექტის ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა (EPPS) საქართველოში’’ ფარგლებში.