"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" ეძებს ანაზღაურებად ინტერნს (სტაჟიორს).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის უნარი (შეიძლება შაბლონურად ჟღერს, მაგრამ ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა)
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 და ზემოთ)
- განვითარების სურვილი
- სოციალური მეცნიერების მიმართულება ჩაითვლება უპირატესა
სამუშაო ადგილმდებარეობა და გრაფიკი:თბილისი, ნახევარი განაკვეთი, შესაძლებელია პერიოდულად რეგიონებში მივლინება (ხელმძღვანელთან ერთად).
სტაჟირების პერიოდი: აპრილი - ივლისი 2022
რას მიიღებ ჩვენგან:
- იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებას და არაამხოლოდ
- ჩაერთვები საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში
- ისწავლი ძალიან ბევრს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური მიმართულებით
- გექნება მეტ-ნაკლებად მოქნილი გრაფიკი (ჩვენ ვიცით რომ ხართ სტუდენტები, გაქვთ ლექციები და გამოცდები)
- მომავალი თანამშრომლობა - ამ სტაჟირების მიზანი გუნდის ახალი წევრის პოვნაა.
თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი 7 აპრილამდე.
https://docs.google.com/.../1FAIpQLScc.../viewform...