პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' დასრულდა


"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021" დასრულდა.


პროექტი საქართველოს ექვს რეგიონში: თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში და აჭარაში ხორციელდებოდა და მასში 90-მდე სტუდენტი იყო ჩართული.


პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. გარდა თეორიული მომზადებისა, პროექტი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა 26 სამოქალაქო ჩართულობის პროექტი განახორციელეს. სტუდენტთა სამუშაო თემატიკა მრავალფეროვანია, ის მოიცავს როგორც ოჯახური ძალადობის, ინკლუზიური განათლების, პოლიტიკის ცვლილების, ადამიანის ცალკეული უფლებების ადვოკატირების და ა.შ. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.


სტუდენტებმა ტრენინგების, ვორკშოპების და სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით მოახერხეს აღნიშნული საკითხებისადმი საზოგადოების ყურადღების გამახვილება.


პროექტის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, ფაბრიკაში გაიმართა, სადაც პროეტის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში, ასევე მოეწყო პოსტერების გამოფენა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შეეძლო პროექტში ჩართულ სტუდენტებთან გასაუბრება.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.