,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' პროექტის ფარგლებში რეგიონული პრეზენტაციები ჩატარდა თბილისში, გორსა და ბათუმში


,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 11 ივლისს ბათუმში, ხოლო 16 ივლისს თბილისსა და გორში ჩატარდა რეგიონული პრეზენტაციები, რომელზეც სტუდენტებმა შეაჯამეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შედეგები.


 ბათუმში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები: ,,დეზინფორმაციებისგან გამოწვეული საფრთხეები’’, ,,კოვიდ 19-ის ვაქცინა და საზოგადოება’’, ,,პარნასელები’’, ,,გახსოვდეს აფხაზეთი’’.


 გორში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები ,,აქტიური მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში’’, ,,არა ბავშვთა ძალადობას’’, ,,გაიცანი ევროკავშირი და მისი ღირებულებები’’, ,,საზოგადოების ერთიანიბით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ოჯახურ ძალადობას’’.


თბილისში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები: ,,სტუდენტები ყრუ და სმენადაქვეითებული მოზარდების გასაძლიერებლად’’, ,,ერთიანობა მრავაფ’ერ’ოვნებაშია’’, ,,ნადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები’’, “Pro Work’’, ‘’The Eco Warriors’’.


თითოეული სამოქალაქო ჩართულობის პროექტის ფარგლებში აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები.

 ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.