,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თედო ბიგვავამ, ანა აბულაძემ, ხატია ლაშხიამ და ონისე ბულისკირიამ წარმატებით განახორციელეს სამოქმედო პროექტი ,,შშმ პირთა სოციალიზაციის პორბლემები’’, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად განხორციელდა რიგი აქტივობები, კერძოდ: ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართელოს’’ აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე გიგაური და ზუგდიდის რეგიონული კოორდინატორი არჩილ თოდუა უძღვებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის, აქტივიზმისა და შშმ პირების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის საკითხები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ახალი ხედვის’’ დამფუძნებელთან ვიოლეტა ხურციასთან, რომელმაც საკუთარ მაგალითზე ისაუბრა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები სოციალიზაციის დროს, რა გავლენა აქვს საზოგადოების დამოკდიებულებასა და ოჯახის თანადგომას.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩაიწერა ვიდეო-სიუჟეტი, რომელშიც განხილულია შემდეგი თემები: რა შესაძლებლობებსა და პროგრამებს სთავაზობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შშმ პირებს, რამდენად არის ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებელი ადაპტირებული და რამდენად შეუძლია მას ხარისხიანი განათლების მიწოდება შშმ პირებისთვის, ვიდეო ასევე მოიცავს ინტერვიუებს შშმ პირებთან, რომელშიც ისინი საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე. აღნიშნული ვიდეო-სიუჟეტის ჩვენება/განხილვა პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე მოეწყო, რომელზეც შეჯამდა განხორციელებული აქტივობები და შედეგები.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული თითოეული ტრენინგი და შეხვედრა მოიცავდა როლურ თამაშებს, დიკუსიებსა და აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.