2021 წლის 30 ივნისს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში სამოქმედო პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის აზერბაიჯანისა და რეგიონული პროექტების კოორდინატორმა სალომე ალანიამ მიმართეს აუდიტორიას, მიმოიხილეს პროექტის მიზანი და განხორციელებული აქტივობები.
ღონისძიება გაგრძელდა ფორუმ-თეატრით ,,კანონი გვიცავს’’, რომელშიც ნაადრევი ქორწინების პრობლემა და ამ პრობლემის სამართლებრივი პრევენციის გზა იყო ნაჩვენები. შემდეგ კი სტუდენტებმა წარმოადგინეს სამოქმედო პროექტების შედეგები, ისაუბრეს იმ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე, რომელიც პროექტისგან ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ მიიღეს. ღონისძიების დასასრულს პროქტის რეგიონულმა კოორდინატორმა თინათინ მეფარიშვილმა მიმართა აუდიტორიას, შეაჯამა შეხვედრა და ქუთაისში განხორციელებული აქტივობები.
ქუთაისში განხორციელდა შემდეგი სამოქმედო პროექტები:
,,სამართლებრივი თვითშეგნება ახალგაზრდებში’’ ავტორები: მაია გოგრიჭიანი, ანა ბაბუნაშვილი, ანანო ჯანელიძე
‘’ECOTIME’’ ავტორები: დაჩი კობახიძე, მარი იონანიძე, ლანა გვალია, მარიამ მარდალეიშვილი, ალექსანდრე ბოხუა, გიორგი იამანიძე
,,საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ძაღლების კეთილდღეობისთვის’’ ავტორები: ტატო ხურციძე, ანა ნიქაბაძე, ნანა ბენდელიანი, ნინო ბობოხიძე
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.