,,გაიცანი ევროკავშირი და მისი ღირებულებები'' პროექტის ფარგლებში ტრენინგი სოფელი დიცის საჯარო სკოლაში გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდნეტებმა: მარიამ ისპირიანმა, გიორგი თომაშვილმა, ნინო ზაზარაშვილმა და თამო კომეშოვმა განახორციელეს სამოქმედო პროექტი ,,გაიცანი ევროკავშირი და მისი ღირებულებები’’, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა ევროკავშირის იდეისა და ფასეულობების შესახებ. პროექტის მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ტრენინგი დიცის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიის მიმოხილვა, ევროკავშირის ფასეულობები და მისი ორგანოები, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა. დიცის საჯარო სკოლაში ტრენინგზე სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, დასკვნით ნაწილში მოეწყო დისკუსია, თუ რა მცდარი შეხედულებები არსებობს ევროკავშირის შესახებ საქართველოში და რა არის ამის განმსაზღვრელი ფაქტორი. ტრენინგის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.