სამოქმედო პროექტი ,,ერთიანობა მრავლფ'ერ'ოვნებაშია'' წარმატებით განხორცირლდა

,,სამოქალაქო ჩრთულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო გოლიაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ირინა მიქავამ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ შარაშიძემ წარმატებით განახორციელეს სამოქმედო პროექტი ,,ერთიანობა მრავალფ’ერ’ოვნებაშია’’, რომელიც მიზნად ისახავდა ქობულთში მცხოვრები ქართველ და ბოშათა თემის მოზარდების ცნობიერების გაზრდას ეთნიკური უმცირესობებისა და თანასწორობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ქობულეთის კულტურის სახლში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები: მსოფლიო მოქალაქე, ეთნიკური უმცირესობა და საქართველოში ამ კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები, ახალგაზრდობის ჩართულობის გზები ადგილობრივ თვითმმართველობაში. ტრენინგებზე მოწვეულნი იყვნენ: ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - ნინო გოგოხია, “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი - ირმა გაბინაშვილი, “PROactive Group Georgia”-ის პრეზიდენტი - გიორგი აგირბაია და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე - ლია შაქარიშვილი.

ტრენინგები დატვირთული იყო როლური თამაშებითა და ჯგუფური სამუშაოებით. მოეწყო ჩანახატების კონკურსი, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ტრენინგებში ჩართულ თითოეულ მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. 

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.