,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ალექსანდრე ბოხუამ, მარი იონანიძემ, დაჩი კობახიძემ, ლანა გვალიამ, გიორგი იომანიძემ და მარიამ მარდალეიშვილმა წარმატებით განახორციელეს სამოქმედო პროექტი ,,Eco Time’’, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიზმის შესახებ.
მიზნის მისაღწევად სტუდენტებმა ჩაატარეს ტრენინგი, რომელზეც განიხილეს შემდეგ თემები: ხე-ტყის გაჩეხვა, ნიადაგის ეროზია, ჰესებისა და გამონაბოლქვის გავლენა ეკოლოგიაზე, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების გამომწვევი ფაქტორები. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებში მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად, განიხილეს რეგიონული პრობლემები გარემოს დაბინძურების კუთხით და დასახეს პრევენციული გზები, როგორ შეიძლება ამ პრობლემების აღმოფხვრა. ტრენინგის შემდეგ თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.
აღსაღნიშნი ფაქტია, რომ ღონისძიების ჩატარებამდე პროექტის ავტორებმა დაასუფთავეს ის ტერიტორია, სადაც შემდგომ ეს ტრენინგი ჩაატარეს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.