,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: კესო ჩხაპელია, მარიამ ქურსუა, სოფია ქუხილავა და გოგა ჩომახია ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,კიბერდანაშაული-პირადი მონაცემების დაცვაზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა’’.
პროექტის მიზნის მისაღწევად საინიციატივო ჯგუფის წევრების ორგანიზებით ჩატარდა ორი ტრენინგი, რომელზეც მოწვეული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი თამარ ჟვანია, ტრენინგებზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვის გზები და კიბერდანაშუალის სამართლებრივი ასპექტები. თითოეული ტრენინგი ინტერაქციული იყო, მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ სამუშაოებსა და როლურ თამაშებს. ტრენინგებზე ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვა, რომელშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.