,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ვერიკო მაისურაძე, ანა დედაბრიშვილი, თამთა სანადირაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტი ნინო გომურაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,ადამიანის ძირითადი უფლებები=აქტიური მოქალაქე’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი, ტრენინგის პირველ დღეს განიხილეს შემდეგი თემები: ადამიანის ძირითადი უფლებები და პიროვნების თავისუფალების უფლება, ადამიანის ღირსების შეუვალობა, თანასწორობის, აზრისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება, სახელმწიფოში მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა მნიშვნელობა და როლი.
ტრენინგის მეორე დღე კი დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლებისა და ქეყნის დემოკრატიზაციის პროცესში აქტიური მოქალაქის როლის განხილვას. ტრენინგები მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებებს, რომელიც მონაწილეებს თეორიული ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარათ. ტრენინგის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.