,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ირმა ჩხეიძე, დანიელ მერებაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიკა არეშიძე და მეგი შამათავა ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ‘’Pro-Work’’, რომლის მიზანია მოზარდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება შრომით უფლებების შესახებ. პროექტის სამიზნე ჯგუფი 13-17 წლის ახალგაზრდები არიან.
პროექტის მიზნის მისაღწევად საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველი ტრენინგი უკვე ჩაატარეს. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: შრომითი უფლებები, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და შრომითი ქმედუნარიანობა. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოიცავდა თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ ჯგუფურ სავარჯიშოებს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.