,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: მირანდა ფიფია, ელენე გამისონია, კესო შონია და ცოტნე კაკაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,ახალგაზრდების ინფორმირებულობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფმა ჩაატარა პირველი ტრენინგი შემდეგ თემაზე „ადამიანის უფლებები და ახლაგაზრდების როლი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში“, რომელსაც გაუძღვა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ნარსია. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ადამიანის ძირითადი უფლებები, სახელმწიფოს ვალდებულებები, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესი. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, ასევე როლურ თამაშებს.
ტრენინგზე საუბარი ასევე შეეხო მედიაწიგნიერების საკითხსა და საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ტრენინგის ამ ნაწილს პროექტის ავტორი სტუდენტები გაუძღვნენ და მონაწილეებთან ერთად განახორციელეს აქტივობა ,,გაფუჭებული ტელეფონი’’, რომლის მიზანი დეზინფორმაციის ამოცნობის უნარების განვითარება იყო.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.