გორში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება გრძელდება

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში გორში გრძელდება სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ავთანდილ ტიტვინიძე, მარიამ ჭყოიძე, მარიამ მამუკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა ბერიაშვილი და პროექტში ჩართულო მოსწავლე ნიაკო მაჭარაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,საზოგადოების ერთიანობით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ოჯახური ძალადობას’’.

პროექტის მიზნის მისაღწევად პირველი ტრენინგი უკვე ჩატარდა გორის ძალადობის მსხვეპრლთა მომსახურების დაწესებულებაში. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები: ოჯახური ძალადობა, სტრესის მართვა, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების სამართლებრივი მექანიზმები. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ თამარ მჭედლიშვილი და ბესიკ კაიშაური. თამარ მჭედლიშვილმა პირადი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა, როგორ დააღწია თავი ძალადობრივ გარემოს, ბესიკ კაიშაურმა კი მიმოიხილა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტრესის მართვას.

მომავალში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ბენეფიციარებთან და საინფორმაციო კამპანია ოჯახური ძალადობის შესახებ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.