სამოქმედო პროექტის ,,ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები'' განხორციელება დაიწყო

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა თვალავაძე, ანა ურმიშვილი, მარიამ კვეტენაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მეგი მამუჭაძე ახორციელებენ პროექტს ,,ნაადრევი ქორწინება და მისგან გამოწვეული პრობლემები’’, რომლის მიზანია საქართველოს კარიტასის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მოზარდების ცნობიერების ამაღლება ნაადრევი ქორწინებისა და მის შედეგად გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

პროექტის მიზნის მისაღწევად საქართველოს კარიტასში პირველი ტრენინგი უკვე ჩატარდა, რომელსაც გაუძღვა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სოციალური მუშაკი-სოფო ხვთისიაშვილი. ტრენერმა განიხილა ნაადრევი ქორწინების პრობლემა და პრევენციული გზები. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, მონაწილეებმა ასევე უყურეს მცირე ვიდეოს ნაადრევი ქორწინების შესახებ.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.