,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება ზუგდიდში დაიწყო. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ვერიკო თორდია, ლევან ჭაავა და დავით ლუკავა ახორციელებენ პროექტს ,,უსაფრთხო და სუფთა გარემოსთვის’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებზე.
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტებმა პირველი ტრენინგი უკვე ჩაატარეს, ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები: თვალმაისა ვეკუა, დალი სულაშვილი და მაია ჯოლოგუა. მოწვეულმა სტუმრებმა მიმოიხილეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას საზოგადოებისთვის, რა ეკოლოგიური პრობლემები არსებობს ამ მხრივ რეგიონში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების აღმოფხვრა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა გარემოს დაცვით სამართლებრივ ასპექტებზე. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.