გორში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება გრძელდება

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში სტუდენტთა სამოქმედო პროექტის ,,არა ბავშვთა ძალადობას’’ განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროექტის ავტორები არიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნანა მურზაშვილი, ნაია ხეხელაშვილი და მარიამ ეშმაკურაშვილი. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლება-მოვალეობებისა და ბავშვთა ძალადობის შესახებ.

პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორებმა ატოცის საჯარო სკოლაში პირველი ტრენინგი ჩაატარეს და განიხილეს შემდეგი თემები: ძალადობის ფორმები, გამომწვევი მიზეზები და შედეგები, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, ბულინგის ფორმები (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ვერბალური, კიბერბულინგი), საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კანონები ბავშვთა უფლებების შესახებ და ა.შ. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.