ქუთაისში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ქუთაისში სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება დაიწყო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: მაია გოგრიჭიანი, ანანო ჯანელიძე და ანა ბაბუნაშვილი ახორციელებენ პროექტს ,,სამართლებრივი თვითშეგნება მოზარდებში’’, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ჩაგვრა, ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული. პროექტის მიზნის მისაღწევად სამოქმედო პროექტის ავტორებმა წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თემების განხილვას, მეორე დღეს კი მიმოიხილეს ჩაგვრა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული და განრიდება. ტრენინგის თოთოეული დღე მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებებს.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.