,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამჯერად შეხვედრაზე მოწვეული იყო სამოქალაქო აქტივისტი და ონლაინ პლატფორმა asea.ge-ის რეპორტიორი მირიან მერცხალაძე.

შეხვედრაზე მირიან მერცხალაძემ მიმოიხილა, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და რაოდენ დიდი მნიშვენლობა აქვს სამოქალაქო აქტივიზმის როლსა და მოქალაქეების სამოქალაქო ცნობიერებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დროს. სტუმარმა ისაუბრა აჭარის რეგიონში წარმატებული სამოქალაქო მოძრაობების შესახებ და პროექტის მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება. გარდა ამისა, მირიან მერცხალაძემ ყურადღება გაამახვილა მასმედიის საშუალებებზე, როლსა და ფუნქციებზე. 

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროექტის მონაწილეებმა სტუმარს გააცნეს სამოქმედო პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, მისგან მიიღეს შესაბამისი უკუკავშირი და რეკომენდაციები. მირიან მერცხალაძემ გამოთქვა მზადყოფნა, მასმედიის სხვადასხვა საშუალებისა და ფორმატის გამოყენებით პროექტის მონაწილეებს დაეხმაროს სამოქმედო პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაციაში. 

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.