,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,საქართველოში უმცირესობათა ინტეგრაციის თავისებურებები’’. შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი სორდია.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი სორდიამ განსაზღვრა ეთნიკური უმცირესობების დეფინიცია, მიმოიხილა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების ისტორია და განსახლების გეოგრაფიული რეგიონები, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმართვის მნიშვნელობას.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა უმცირესობათა განსახლების გეოგრაფიული რეგიონების განხილვა შესაბამის თემატურ რუკებზე დაყრდნობით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.