,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი.
აღნიშნული შეხვედრა უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. გიორგი მასალკინმა პირადი გამოცდილების საფუძველზე დეტალურად მიმოიხილა პროექტების განხრორციელებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები, პროექტების სტრუქტურა და სტრატეგიის შემუშავების პროცესი.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღნიშნული შეხვედრა პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციული იყო, რადგან ისინი თავად მუშაობენ საპროექტო ინიციატივებზე და სტუმართან ერთად დეტალურად განიხილეს თავიანთი ინიციატივები, მისგან მიიღეს უკუკავშირი და რელევანტური რეკომენდაციები, რომელიც პროექტების დაგეგმვისა და უშუალოდ განხორციელების პროცესში გამოადგებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.