,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში ქუთაისში მორიგი სამუშო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ,,სამოქალაქო აქტივიზმის არსი’’. შეხვედრაზე მოწვეული იყო ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ზეკო ხაჩიძე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ზეკო ხაჩიძემ განიხილა, რას ნიშნავს მუნიციპალურად საჭირო მოქალაქის ცნება, რა თვისებები და ქმედებები უნდა ახასიათებდეს მას. სტუმარმა ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა აქტიური მოქალაქის ნიშნები და ფუნქციები, ასევე ეთიკისა და კომუნიკაციის ნორმები, რომელიც აქტიურმა მოქალაქეებმა ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვან.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მოწვეულ სტუმართან და რეგიონულ კოორდინატორთან ერთად განიხილეს სამოქმედო პროექტების თემები, მათგან მიიღეს რეკომენდაციები და უკუკავშირი, რომელიც მომავალში სამოქმედო პროექტების განხორციელებისას დაეხმარებათ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.