,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა თელავში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ნიკოლოზ შარვაშიძე: დემოკრატიის სკოლის (EECMD) კოორდინატორი კახეთის რეგიონში.
ნიკოლოზ შარვაშიძემ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებს გააცნო რეგიონში არსებული გამოწვევები. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას აღნიშნული გამოწვევების კვლევისა და აღმოფხვრის პროცესში. ნიკოლოზ შარვაშიძემ ასევე მიმოხილა კახეთში დემოკრატიის სკოლის მიერ განხორციელებული აქტივობები.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროექტის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმარს გააცნეს თავიანთი სამოქმედო პროექტების თემები, მისგან მიიღეს უკუკავშირი და კომპეტენტური რჩევები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.