,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ‘’დემოკრატიულ მოქალაქეობასთან ასოცირებული უნარების განვითარების შესაძლებლობები’’

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ‘’დემოკრატიულ მოქალაქეობასთან ასოცირებული უნარების განვითარების შესაძლებლობები’’. შეხვედრაზე მოწვეული იყო ბესიკ კაიშაური-საჯარო მმართველობის დოქტორი, სერთიფიცირებული ქოუჩ-ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში ბესიკ კაიშაურმა მიმოიხილა ქოუჩ-მენეჯმენტი: დემოკრატიული მართვის თანამედროვე ტექნოლოგია, სტრესისა და დროის რაციონალური მართვა, მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსების მობილიზება, თვითდისციპლინისა და თვითმენეჯმენტის მნიშვნელობა მიზნის მიღწევისა და კარიერული წინსვლის პროცესში.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხებით და გაიაზრეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ მოქალაქეობასთან ასოცირებული უნარების განვითარებას სამოქმედო პროექტების განხორციელების დაგეგმვისა და აქტიური განხორციელების პროცესში.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.