,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებისთვის ბათუმში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ირაკლი ყურუა-აჭარის ტელევიიზის ჟურნალისტი და ჯაბა ანანიძე-გამომცემლობა ,,ბათუმელებისა’’ და გამომცემლობა ,,ნეტგაზეთის’’ ჟურნალისტი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს ჟურნალისტიკის არსი, დანიშნულება, მისია და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სტუმრებმა მიმოხილეს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებები, ჟურნალისტური ინფორმაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მედიის ფუნქციები: მედია, როგორც მოდარაჯე ძაღლი და მედია, როგორც სახალხო ფორუმი.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ჯაბა ანანიძემ და ირაკლი ყურუამ პირადი გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით ისაუბრეს ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და გახმაურებულ შემთხვევებზე აჭარის უახლესი ისტორიიდან.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.