,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: წარსულის კვლევა და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეებისთვის zoom პლატფორმის საშუალებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ‘’წარსულის კვლევა და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში’’. შეხვედრაზე მოწვეული იყო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

ირაკლი ხვადაგიანმა პროექტის მონაწილეებს გააცნო, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის წარსულის კვლევასა და ამ პროცესში საარქივო დოკუმენტების შესწავლას. სტუმარმა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით მიმოიხილა საქართველოში საარქივო დაწესებულებების ჩამოყალიბების ისტორია.

ირაკლი ხვადაგიანმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს კანონდემბლობიდან გამომდინარე, რა გამოწვევებს აწყდება წარსულის მკვლევარი საარქივო დოკუმენტებზე წვდომის მიღების დროსა და უშუალოდ მუშაობის პროცესში. სტუმარმა სტუდენტებს ასევე გააცნო ის საინფორმაციო კამპანიები, რომელიც ამ კუთხით სოციალური ქსელებში საკანონდებლო დონეზე ცვლილებების მოხდენის მიზნით იყო მიმართული. პროექტის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.