,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: სამოქალაქო აქტივობები ადმინისტრაციულ კოდექსთან შესაბამისობაში

ქუთაისის უნივერსიტეტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: სამოქალაქო აქტივობები ადმინისტრაციულ კოდექსთან შესაბამისობაში. შეხვედრაზე მოწვეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელი ბესიკ ცხადაძე.

შეხვედრის პირველ ნაწილში ბესიკ ცხადაძემ პროექტის მონაწილეებს გააცნო ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების სფერო, ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და კულტურულ მემკვიდრეობით ძეგლებზე განცხადებების, ბანერებისა და ნახატების განთავსებისთვის საჭირო პროცედურები.

შეხვედრის მეორე ნაწილი აქციების, შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწყობის კანონიერ საფუძვლებს დაეთმო. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბოლოს გაიმართა დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული თემების შესახებ. სტუდენტებმა მიიღეს სამოქმედო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციები.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.