,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილე სტუდენტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ძალადობის მსხვერპლთა უფლებათა დაცვის მექანიზმები.
შეხვედრაზე მოწვეული იყო სამართლის დოქტორი, პროფესორი მარინა მესხი. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტთა ინფორმირება სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი რეგულირების და პრევენციის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ადევნებას, როგორც კანონით აკრძალულ ქმედებას და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს, რომელიც წარიმართა ფართო დისკუსიის ფორმით აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.