ქუთაისის უნივერსიტეტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუხიანიძე. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მონაწილეთა ინფორმირება ბავშვთა უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მიმოიხილა ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი, არასრულწლოვანთა შრომა, ნაადრევი ქორწინება, საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბოლოს კი გაიმართა დისკუსია თემაზე: ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.