,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ მონაწილეებისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო არინა თავაქარაშვილი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
შეხვედრის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO)-სა და ევროკაშვირის შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობის გაზრდა იყო.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს გააცნო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკურლების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ჩამოყალიბების ისტორია, მიზანი და ამოცანები. სტუმარმა მიმოიხილა, ერთი მხრივ, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და ურთიერთობის პერსპექტივები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ევროკავშირის ჩამოყალიბებიდან დღემდე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გაიმართა დისკუსია თემაზე: საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.