,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’ პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავიდა. პროექტის მიზანია თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა.
პროექტში ჩართულია 55 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სკოლის 3366 მოსწავლე და 55 სტუდენტი საქართველოს ოთხი რეგიონიდან (თბილისი, შიდა ქართლი, გურია და აჭარა), პროექტში ჩართულმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგები რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურების კუთხით.
კოლაბორაციის ფარგლებში სამოქალქო განათლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა უკვე წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები, რომლის თემატიკა პირდაპირ პასუხობს პროექტის ძირითად მიზანს-ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია. უკვე იწყება მათი საპროექტო წინადადებების აქტიური განხორციელების ეტაპი, რომლის ფარგლებში პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდება მრავალფეროვანი აქტივობები.
თბილისის რეგიონიდან პროექტში ჩართულია 20 მასწავლებელი და 20 სტუდენტი, საპროექტო წინადადებების მომზადების ფარგლებში თითოეული სტუდენტი სტუმრობდა სკოლას. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს საპროექტო წინადადებების მომზადების ეტაპზე, მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის ფოტომასალას აქვე გთავაზობთ.
თბილისის სკოლებიდან ჩართულია: 213-ე საჯარო სკოლა, 71-ე საჯარო სკოლა, 10-ე საჯარო სკოლა, 114-საჯარო სკოლა, 155-ე საჯარო სკოლა, 181-ე საჯარო სკოლა, კერძო სკოლა ,,აკადემოსი’’, 174-ე საჯარო სკოლა, 151-ე საჯარო სკოლა, 45-ე საჯარო სკოლა, 153-საჯარო სკოლა, კერძო სკოლა ,,ერუდიტი’’, 167-ე საჯარო სკოლა, 182-საჯარო სკოლა, 163-საჯარო სკოლა, კერძო სკოლა ,,ოპიზა’’, 178-ე საჯარო სკოლა, 147-ე საჯარო სკოლა, 31-ე საჯარო სკოლა და 108-ე საჯარო სკოლა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით: პროექტის-,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება’’ ფარგლებში.