,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 3-4 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ თამარ ქარაია-CELA-ს აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კახაბერ ურიადმყოფელი-სამართლის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, CELA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
ტრენინგის ძირითადი მიზანი მონაწილეთა ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიებისა და სამოქმედო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა იყო.
ტრენინგ-კურსის პირველ დღეს კახაბერ ურიადმყოფელმა ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით სტუდენტებს გააცნო ადვოკატირების სტრატეგიები, სამოქალაქო საზოგადოების ნიშნები, სოციალური აქტივიზმისა და სოციალური ცვლილებების როლი სოციუმის განვითარებაში.
ტრენინგ-კურსის მეორე დღეს კი თამარ ქარაია გაუძღვა, რომელმაც მიმოიხილა ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’-ის ძირითადი არსი და მიზანი, მან მონაწილეებს გააცნო სამოქმედო პროექტების განხორციელების ციკლი და პროექტების განხორციელების დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებას, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა მათთვის საინტერესო სოციალურ პრობლემაზე საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს.
ტრენინგ-კურსის მეორე დღეს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2020’’-ის წევრებმა: მაია მუშკუდიანმა, ანა ნიქაბაძემ და მარი იონანიძემ პროექტების განხორციელების კუთხით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს პროექტის ახლანდელ მონაწილეებს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.