,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 3-4 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ ლევან ხუციშვილი-,,გერგარტის’’ დამფუძნებელი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი და ქეთი მურუსიძე-მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) სპეციალისტი.
ტრენინგების ძირითადი მიზანი მონაწილეების ადვოკატირების, სამოქალაქო კამპანიის ორგანიზებისა და სამოქმედო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება იყო.
ტრენინგ-კურსის პირველ დღეს ლევან ხუციშვილი გაუძღვა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო აქტიური მოქალაქის მახასიათებლები და ადვოკატრიების სტრატეგიები. ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებმა იმუშავეს საზოგადოებაში აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირების სტრატეგიებზე. ტრენინგის პირველ დღეს მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2020’’ ის მონაწილეები: ხატია ხაბაშვილი და მარიამ მასურაშვილი, რომლებმაც პროექტის ახლანდელ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგ-კურსის მეორე დღეს ქეთი მურუსიძე გაუძვღვა. მან ტრენინგის მონაწილეებს გააცნო პროექტის მართვის ციკლი და პრინციპები. ტრენინგის თოთოეული სესია მოიცავდა პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებებს, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა აქტუალური სოციალური პრობლემების იდენტიფიცირების საფუძველზე სამოქმედო პროექტების განხორციელების გზა დასახეს.
..სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.