კონკურსი საუკეთესო სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შესარჩევად

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გაიარეს კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ და ამ კურსის ფარგლებში განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა ან მათი კურსის ხელმძღვანელმა ლექტორებმა უნდა შეავსონ თანდართული ონლაინ განაცხადის ფორმა (საკმარისია ჯგუფის ერთი მონაწილის ან ლექტორის განაცხადი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 8 აპრილი. განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა. თითოეული უნივერსიტეტიდან პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა ორი სამოქალაქო ჩართულობის პროექტი. 2021 წლის 17 აპრილს ონლაინ, ზუმ პლატფორმის გამოყენებით გაიმართება სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციაში მონაწილე პროექტებიდან სამი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცემა პრეზენტაციაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IFES საქართველოს პროექტის ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა (EPPS) საქართველოში’’ ფარგლებში.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScfUNh4dCAl7UQJwF6VpHfWWviPIt8UYwTFx4bC-Sgp7WH_Dw/viewform?fbclid=IwAR1PMaWabCBsDigvQq0Jx7qMHvIfntcHU-Z-X53h8IA2mNbZDDOmTAovxlU