სტუდენტების ტრეინინგი პროექტ ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’ ფარგლებში


2021 წლის 27-28 თებერვალს პროექტის ,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაამღდეგ’’ ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ქარაია.
მონაწილეები გაეცნენ რადიკალიზაციისა და ძალადოებრივი ექსტერმიზმის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე იმუშავეს თანატოლ განმანათლებლებთან გამოცდილების გაზიარებისა და საერთო თანამშრომლობითი პროექტების განხორციელების სტრატეგიებზე.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თანამშრომლობით, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის  მხარდაჭერით პროექტის - ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება’’ ფარგლებში’’.