სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021''.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და თელავში არსებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური სისტემის, ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაში მოქალაქეების ინდივიდუალური ჩართულობის თემებზე.
ტრენინგების შემდეგ მონაწილეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, პროექტების მომზადებისა და მართვის, ადვოკატირების კამპანიის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც მომავალში სამოქმედო პროექტების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.
ტრენინგების დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და განახორციელებენ სამოქმედო პროექტებს, რომლის ფარგლებში იმუშავებენ ადგილობრივ თემში არსებულ პრობლემებზე და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს. მონაწილეებს დაუფინანსდებათ ახალაგაზრდული პროექტით გათვალისწინებული ხარჯები. გრანტის მოცულობა დამოკიდებული იქნება მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და საჭიროებებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdFMu9Vg39sWjdxlUKdDFYIlq_R9XF-M0r3ewPGC5UxFVQ-Ww/viewform?fbclid=IwAR2eQEOMHer0S0011IX-ocZRivG-bKGAR0K75LyDzpAvyB-egBD7_ribslQ
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი, 2021 წელი.
თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 15 სტუდენტი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.