2020 წლის 4 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ღია სივრცეში "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილოებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
✔ სკოლის მონაწილეებს შეხვდნენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების პროექტების კოორდინატორი ქ-ნი მაია კალმახელიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - გორის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა ტერმაკოზაშვილი
✔ მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამცდილება პროექტების მართვის კუთხით და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის გზები დაკავშირებული სტუდენტების მიერ განსახორციელებლ პროექტებთან. თავის მხრივ, სტუდენტებმაც გააცნეს მომხსენებლებს, მათ მიერ დაგეგმილი პროექტები. განიხილეს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
✔ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით