საქართველოს პარლამენტის ფუნქციები, მათი ტრანსფორმაცია, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და პროცედურები მათ უზრუნველსაყოფად, ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც 13-14 ივნისს "ახალგაზრდების ჩართულობის სკოლის" მონაწილეებმა განიხილეს.
სესიას უძღვებოდა კახა ურიადმყოფელი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, UNDP პარლამეტის რეფორმის ადგილობრივი ექსპერტი.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს განეხილათ და გაეთვითცნობიერებინათ ის შესაძლებლობები, რაც დღესდღეობით საქართველოშს პარლამენტის რეფორმის პროცესში გამოიკვეთა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრების სერია ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო კომპეტენციის გაძლიერებას და მათი ჩართულობის წახალისებას.