ადამიანის უფლებების იდეა, მათი კლასიფიკაცია და დაცვის მექანიზმები, ადვოკატირება სოციალური უფლებების დასაცავად, ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც 23-24 მაისს "ახალგაზრდების ჩართულობის სკოლის" მონაწილეებმა განიხილეს.
სესიას უძღვებოდა EMC ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ესრისთავი.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს კრიტიკულად შეეფასებინათ და გაეთვითცნობიერებინათ ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში წარმოიშობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრების სერია ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო კომპეტენციის გაძლიერებას და მათი ჩართულობის წახალისებას.