სამოქალაქო საზოგადოების იდეა, მისი მახასიათებლები და ფუნქციები. სამოქალაქო აქტივიზმის წარმატების ინდიკატორები და შესაბამისი მაგალითები. ეს არის ის თემები, რომელთა განხილვასაც მიზნად ისახავს "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეებისთვის დაგეგმილი ონლაინსესია, რომლის პირველი ნაწილი 16 მაისს ჩატარდა და რომელსაც GYPA -ს პროფესორი ქეთი მუხიგული სტუმრობდა.
სამოქალაქო ჩართულობის სკოლის მონაწილეებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, გორიდან და ზუგდიდიდან გარდა ზემოთჩამოთვლილი თემებისა, ასევე იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც covid 19 ის პირობებში დაუდგა სამოქალაქო საზოგადოებას.
შეხვედრის მეორე ნაწილი 17 მაისს გაიმართება და მონაწილეები საქართველოში ყველაზე წარმატებული საპროტესტო მოძრაობის მახასიათებლებზე იმსჯელებენ.
შეხვედრების სერია ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში